понедельник, 20 июня 2016 г.

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  ტექნიკა ჩვენს გარშემო
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავაცნობთ ტექნიკის განვითარების ისტორიას და მათ როლს  თანამედროვე მსოფლიოში.
3. პროექტის აქტუალობა:  პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ XXI-საუკუნეში ტექნიკის როლი არის უმნიშვნელოვანესი. გაიგებენ რა არის ტექნიკა, რისთვის შეიქმნა სხვადასხვა მანქანები, როგორაა ისინი მოწყობილი და როგორ გამოიყენება. გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
4. პროექტის მიზნები :
·       შეაყვაროს მოსწავლეებს სწავლა, გამოუმუშაოს შრომის უნარი და შრომისადმი სიყვარული; შეასწავლოს კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები, მოიძიონ და გაეცნონ სხვადასხვა ინფორმაციას, სტატიესტბს, ლიტერატურას...
·         განუვითაროს მოსწავლეებს:
) დასმული ამოცანის გააზრების უნარი;
) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
) სინთეზისა და შეფასების უნარი;
) ლოგიკური აზროვნების უნარი;
) აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
) ტექნოლოგიური უნარები;
) გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევებს
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
6. ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :  
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევებს, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარჩვევები, გაეცნობიან ტექნიკის განვითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს, გაეცნობიან მისი გამოყენების სხვადასხვა სფეროებს. ისწავლიან თანამშრომლობას. აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებენ პრეზენტაციებს, ბროშურებს, სანიშნოებს. შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ცოდნის გაფართოებას.  განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი. იმსჯელებენ და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტექნიკის დანიშნულების შესახებ, რაც შემდგომში დაეხმარებათ სხვა საკითხების ადვილად ათვისებასა და ცოდნის ინტეგრირებაში. საკუთარ მუშაობას შეაფასებენ ჯგუფში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : დაგვჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები, რვეული და საწერ–კალამი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ü  პროექტის მიზნის შერჩევა
ü  თემის შერჩევა
ü  საკითხების განაწილება
ü  ჯგუფებად დაყოფა
ü  მუშაობის მიმდინარეობაზე დაკვირვება
ü  პრეზენტაცია
ü  დისკუსია
ü  შეჯამება
ü  შეფასება
üპრეზენტაციის გამოქვეყნება.
მოსწავლეებს ვყოფ 5 ჯგუფად. ჯგუფები წინასწარ ჩამოწერილ საკითხებს აირჩევენ კენჭისყრის შედეგად.
1 ჯგუფი  --  მოამზადებს  მასალას  და წარადგენენ პრეზენტაციის სახით.
2
ჯგუფი --  მომზადებული მასალის შესახებ ისაუბრებენ შექმნიან  კედლის  გაზეთს.
3
ჯგუფი -- მოამზადებენ მასალას, შექმნიან ბუკლეტს  ფოტო მასალით და  პატარა  ჩანაწერებით.
4 ჯგუფი -- თემის გათვალისწინებით შექმნის წიგნის სანიშნოებს და მიმოიხილავენ თავიანთ თემას.
5 ჯგუფი -- შექმნის  პრეზენტაციას.
მასალა შეჯამდება და განთავსდება ინტერნეტში.
1 ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ :
1)    რა არის ტექნიკა?
2)    ვინ არის ინჟინერი?
3)    საიდან მოგორავს ბორბალი?
4)    ველოსიპედი?
5)    ავტომობილი?
2 ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ:
1)    ავტოქარხანა?
2)    რკინიგზა?
3)    ბუსზედაბოლოებული ტრანსპორტი?
4)    მეტრო.
5)            მატარებელი

3 ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ:
1)    იალქნიანი ხომალდი
2)    გემები
3)    თვითმფრინავები
4)    რაკეტა
5)    ელექტროობა
6)    განათება
4 ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ:
1)      საოჯახო  ტექნიკა
2)      რადიო
3)      ტელეფონი
4)      კინო
5)      ტელევიზორი
6)      ხმოვანი მანქანები (ფონოგრაფი, მაგნიტოლა)
7)      კომპიუტერი
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი : ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nataliaturkadze@gmail.com

13. პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი